8 თებერვალი, 2024
უძველესი დროიდან , მარანი იყო, როგორც ტრადიციისა და ინოვაციის სიმბოლო ქართულ მეღვინეობაში. 🌿🍷
ტერმინი „მარანი“ მე-8-9 საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მარანი - ღვინის სახლი, სადაც ხდება ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და შენახვა.🏺
ქართველ მეღვინეებს ოდითგანვე ესმით მარნის მშენებლობისთვის ნიადაგის შერჩევის მნიშვნელობა, ღვინის შენახვისა და დუღილის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა. 🏞️🍇საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა მარნების თავისებურებანი. საქართველოში შევხვდებით 2 სახის მარანს: დახურული და ღია.
დახურული მარანი უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. საღვინე ქვევრები მარანშივეა ჩაფლული. აქვეა მეღვინეობის ინვენტარიც, წურავენ ყურძენს, აყენებენ და ინახავენ ღვინოს. ამგვარი მარანი კარგადაა შეხამებული აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებთან: შენობა იფარავს ღვინოს ზამთარში ყინვისაგან, ზაფხულში - სიცხისაგან.
1897 წლის გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე ი. ჭავჭავაძე შენიშნავდა "ჩვენში უფრო ბევრგან ფარღალალა მარნებია, ხშირად მარტო წალმით დახურული, ბევრგან უკედლებოცა... დახურულს, ყოველის მხრით შეკრულ მარანს, თუ სარდაფს დუღილის დროს დიდი სიფრთხილე უნდა, თორემ შეიძლება კაციც შეიწიროს... ჩვენებურ კაცს გამოცდილებით უცვნია ეს ვითარება დუღილისა და რომ მეტი ჯაფა და სიფრთხილე არ აეკვიატებინა, სამჯობინარად დაუნახავს ღია მარანი, საცა ყოველთვის ნახშირმჟავასაც გამოსავალი აქვს და წმინდა ჰაერსაც შესავალი"...
ამ ღონისძიების განხორციელებისათვის საუკეთესო საშუალებას ღია მარანი იძლეოდა, სადაც ჰაერის მუდმივი მოძრაობა ხდებოდა.🌟🏺
ღია მარანი ძირითადად დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მარნის წინ, ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაყრილია ქვევრები, შემოკავებულია შქმერის ღობით და დაჩრდილულია ვაზის ტალავრით ან კომშის ხეებით. ღია მარანი შეგუებულია დასავლეთ საქართველოს ჰავისა და ნიადაგის ჭარბტენიანობას.დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მთიან მხარეებში გვხვდება დახურული ჭურ-მარანი. ღია მარნის არსებობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალებით ძველი დროიდანვე მოწმდება.🍇🍷
რელიგიური წეს-ჩვეულებებიდან დაწყებული წმინდა რიტუალებით დამთავრებული, მარანი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეღვინეობის ადგილი - ის სულის სავანე იყო. 🙏✨